სასტუმრო პარაგრაფთან სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე დააკავეს

სასტუმრო პარაგრაფთან სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე დააკავეს

თბილისში, სასტუმრო პარაგრაფთან, სადაც რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც თბილისის პოლიციის უფროსი აცხადებს, დაკავებულმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უმჯობესია, რომ სამართალდამცავებს "სიტყვაზე ვენდოთ."

ამ წუთებში სასტუმრო პარაგრაფთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა სირცხვილია.

აქცია კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს. სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ უცხოელ სტუმრებსაც და მასპინძელსაც.

სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეები კონფერენციის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მსვლელობა.