თბილისში, სასტუმრო ამბასადორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის მიზეზები უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.