
თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის, ირაკლი პაპიაშვილის ჩხრეკა მიმდინარეობს. ბიზნესმენის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება მის საცხოვრებელ სახლშიც.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ბრალდებულის ადვოკატს, გიორგი ყაველაშვილს განუცხადა, ჩხრეკა შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ტარდება.
ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილებაში წერია, რომ მასთან, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ნივთები, ელექტრონული ინფორმაციები და მოწყობილობები ინახებოდეს, ამიტომ მისი გადაუდებელი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო.