გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერებს ზურაბ ჯაფარაძეს და ნიკა მოსიაშვილს 7-8 მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა [166-ე და 173-ე მუხლები].
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ.