თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
გოგსაძეს 2 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან. ჟურნალისტის თქმით, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.