სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა

სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა

სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. გადაწყვეტილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო და განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.

საიაში აცხადებენ, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი პრეცედენტი.

"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით ხმის დაცულობის და ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, უმძიმესი დარღვევები, რომლებიც არის საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები. სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე, არ არის თავისუფალი და შესაბამისად, ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი", - თქვა მან.

მოსამართლის ამ დადაწყვტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

3 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორმა თქვა, რომ თბილისის საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მათი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობის უფლებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.