ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის უფლება მისცა. მას კორუფციის ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ატამბაევი გამოსასწორებელი კოლონიიდან გაათავისუფლეს.
ატამბაევის ყირგიზეთის პრეზიდენტი 2011-2017 წლებში იყო. 2019 წელს მის სახლში სპეცრაზმი შევიდა და ის დააკავა. კორუფციის საქმეზე მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 6 ოქტომბრის ღამეს, ბიშკეკის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ის გაათავისუფლეს მომიტინგეებმა, რომლებიც ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეიჭრნენ. რამდენიმე დღეში ის ისევ დააკავეს.
ატამბაევის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის მასობრივი არეულობის მოწყობის, ძალადობის, პასპორტების უკანონო გაცემისა და კორუფციის ბრალდებით. ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებდა.