სასამართლომ კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.