სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

პროკურატურა მიმალვისა და ახალი დანაშაულის რისკს მიუთითებდა, თუმცა ადვოკატი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თარგამაძე კომისიაზე გამოცხადებაზე პრინციპულად აცხადებს უარს.