სასამართლომ გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც აქციების დროს დააკავეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ნაკაშიძეს ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

სასამართლოში იმყოფებოდნენ კინოსა და თეატრის სფეროში მომუშავე ადამიანები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

"ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული და უცბად მოხდა ჩემი დაკავება, ძებნის პროცესში, არეულობა იყო, ჩხუბი მიდიოდა, აკავებდნენ ადამიანებს, 4-5 სპეცრაზმელი ერთ ადამიანს აკავებდა და მეც ამ დროს უცაბედად "დამითრიეს". არ გამიწევია წინააღმდეგობა. მანქანამდე მიმიყვანეს და მერე მანქანაში გამისწორდნენ ფიზიკურად. მერე ვინც კი ჩასვეს მანქანაში 3 ბიჭი, იმათაც გაუსწორდნენ.

რას უნდა ვფიქრობდე? როდესაც ადამიანებზე ძალადობენ, იტაცებენ, სცემენ, ეს ერთხელ საქართველომ უკვე გაიარა და სადამდე მივედით, გახსოვთ ალბათ? სამოქალაქო ომამდე. ფაქტობრივად, ჰგავს სამოქალაქო ომს, ოღონდ იარაღის გარეშე, ღმერთმა დაგვიფაროს", - თქვა ნაკაშიძემ პროცესის შემდეგ.