თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ინფორმაციას მუმლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა, ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ", - წერს მუმლაძე.
მუმლაძე 2021 წლის 14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან დააკავეს - აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ხუთდღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ.
შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.