სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პროკურატურის მტკიცებით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.