სარჯველაძე სიმონიანის ქებაზე: ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ეს ბეთჰოვენის ნაკლია?

კალაძეს, არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს... მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ... არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. პარადიგმაა თვითონ არასწორი. არც ერთი შედარება არ გააკეთოთ, ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

4 მაისს პუტინის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს ეხება. მან თქვა, რომ "საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებით გონივრულად იქცევა".