95 მილიონზე და მსგავს ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი, როდესაც ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე ვსაუბრობთ, არ არის. საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. აქედანაც, ბუნებრივია, შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში.
ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება.
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის აშშ-ის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით.