საფრანგეთის ელჩი: მზია ამაღლობელი დაცული უნდა იყოს, გაათავისუფლეთ დაკავებულები

საფრანგეთის ელჩი: მზია ამაღლობელი დაცული უნდა იყოს, გაათავისუფლეთ დაკავებულები

ევროკავშირის წარმომადგენლები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენლებს - ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ X-ზე დაწერა, რომ "უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან".

"ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესთან, ბათუმელების [წარმომადგენლებთან], ეთერ თურაძესთან, ნეტგაზეთის [წარმომადგენლებთან], რათა მხარი დავუჭიროთ მზია ამაღლობელს, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. გამოვდივართ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოწოდებით", - წერს ის X-ზე.