უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას საფრანგეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება წარუდგინა, რომელიც 200 მილიონი ევროს საგრანტო სახსრების მიღებას გულისხმობს.
"ჩვენ პარლამენტს საფრანგეთთან შეთანხმებას წარვუდგენთ, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 200 მილიონი ევროს საგრანტო თანხები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენისთვის", - წერს შმიგალი.
გარდა ამისა, უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს გადაანაწილოს რესურსები და ქვეყნის აღდგენისთვის ევროკავშირისგან დამატებითი 50 მილიონი მიიღოს.