საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან - მაკრონი

საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან - მაკრონი

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან, რომელიც სახმელეთო მოქმედებებს არ მოიცავს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Figaro-სთან გააკეთა.

მაკრონის თქმით, ზავი მოიცავს ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას.

ამასთან, საფრანგეთი-ბრიტანეთის წინადადების თანახმად, ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინაში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის დროს განთავსდება.

"მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებით, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, შემდეგ კი, სამშვიდობო ხელმოწერის შემდეგ, [ჯარების] განლაგება მოხდება"- განაცხადა მაკრონმა.