"ბიაზი გასკდა" - ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან გაიმართა. რეჟისორების მიერ წულუკიანისთვის მიცემული დრო ისე ამოიწურა, რომ მინისტრი მათ არ შეხვდა. ეროვნული კინოცენტრის ახლადდანიშნული ფინანსისტი ხელმძღვანელი კი, კინოცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით, უკვე შვებულებაში გავიდა. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები აპროტესტებენ ეროვნული კინოცენტრის დაქვემდებარების, ცენზურის დაწესების მცდელობას და მოითხოვენ, შეწყდეს უკანონო რეორგანიზაცია, დაინიშნოს ახალი ხელმძღვანელის არჩევნები. დღევანდელ პროტესტს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ და ქვეყანაში რეპრესიული კულტურის პოლიტიკა დაგმეს.