საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყო

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყო

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი გახდა. კონკურსში ის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ტყეშელაშვილს საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება.

თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საბჭო ირჩევს. თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.