საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე აირჩია

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე აირჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ერთადერთი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე აირჩია.

"საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს", - აცხადებენ საბჭოში.

გიორგი გვარაკიძემ 13 მაისს თბილისის პროკურორის პოსტი დაიკავა, თუმცა ამ პოზიციაზე მხოლოდ 4 ივნისამდე იმუშავა. გაბიტაშვილის გადადგომის შემდეგ, ის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და მალევე დაიწყო გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება.

ბრიტანეთის მთავრობამ გიორგი გაბიტაშვილს 2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის ბრალდებით, რაც, მათი თქმით, 2024 წლის პროტესტის მიმართ გამოძიებისა და დევნის პროცესს უკავშირდებოდა.