
პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 78 ხმით დაამტკიცა. ახალი წესით, გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენა მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წევრებს შეუძლიათ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სამართლის სპეციალისტებთან კონსულტაცია სავალდებულო აღარ არის.
საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება უფლება, დამოუკიდებლად დაასახელოს კანდიდატი. საბჭოში განხილვა ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ცვლილებების ავტორები და ინიციატორები "ოცნების" დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი და სხვები არიან.