არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება პოლიტიკური კონფიგურაცია, რომლითაც ოპოზიცია მოსახლეობის წინაშე უნდა წარდგეს. პოლიტიკური პარტიების ნაწილი გადაწყვეტილების მიღებამდე კვლევების შედეგებს ელოდება. ამ გამოკითხვით უნდა გაირკვეს, რა განწყობა აქვს მოსახლეობას ერთი დიდი გაერთიანების ან რამდენიმე ცენტრის თაობაზე. ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, დიდ დათმობებზე წავიდეს ერთიანი ფრონტის სასარგებლოდ. პარტიებისთვის ამოსავალი წერტილია ისეთი კონფიგურაციის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური ხმები არ დაიკარგება.