"საოცნებო" ისტორია მე-12 კლასელებისთვის

"საოცნებო" ისტორია მე-12 კლასელებისთვის

მე12 კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორად განათლების სამინისტრომ ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი დანიშნა. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ 84-დან, ვინც რუსულ კანონს მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას იზიარებს. მეტიც, სამინისტრომ დამამთავრებელი კლასისთვის სასკოლო წიგნის შედგენის პროცესი კონკურსის გარეშე წარმართა, რაც პრეცედენტული შემთხვევაა. ისტორიკოსები განმარტავენ, რომ ის არც სწავლების მეთოდიკის მცოდნეა და არც ამ მიმართულების სპეციალისტი,ამიტომ ფიქრობენ,რომ გადაწყვეტილება პოლიტიზებულია და ამ ფორმით რედაქტორი ცენზორის როლში გვევლინება.