სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ოლიგარქის პარტია და მისი დაქვემდებარებული კლანი, ერთნაირი პროპაგანდით უტევს შეერთებულ შტატებს და ამერიკის მთავრობას აშანტაჟებს. სანქცირებული მოსამართლეების გაწევის ნაცვლად, ხელისუფლება ახლა იმ მოსამართლეების გაჩუმებას ცდილობს, ვინც საბჭოთა ეპოქაში დაბრუნების პერსპექტივას არ ეთანხმება. ამიტომ, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სასამართლოს ე.წ. ბოსები ახლა ცდილობენ დაარწმუნონ კოლეგები, რომ სანქციები დროებითია და თუ მოსამართლეები მკვეთრი მოძრაობებისგან თავს შეიკავებენ, გადაწყვეტილება მალე შეიცვლება. თუმცა მოსამართლეები, რომლებმაც კარგად იციან, რატომ გაჩნდა შეერთებული შტატების სასაუბრო ლექსიკონში სიტყვა - კლანი, როგორც ქართული მართლმსაჯულების დახასიათება, ალბათ ნაკლებად დაიჯერებენ, რომ სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებების გარეშე, ამერიკის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მათაც არ შეეხებათ. 25 000-ზე მეტი მოსამართლიდან - ქართული ოცნების რიტორიკას, აკრიტიკოს დასავლეთი საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე უერთდება და ყველა მათგანს წარსულში ხმაურიანი განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით ვიცნობთ. ჰომოფობიური, სიძულვილით სავსე და პროპაგანდისტული განცხადებების შემდეგ, უფრო მეტი კითხვა ჩნდება - როგორ შეიძლება ამ მოსამართლეებმა მიიღონ სამართლებრივად გამართული და ობიექტური გადაწყვეტილებები.