სანქცირებული გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს

სანქცირებული გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს. მას მხარი პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

გაბიტაშვილი მანამდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე კი ცოტნე ყავლაშვილი იყო, რომელმაც პოსტი დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.