15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა ქართული ოცნების წევრები და მათი გარემოცვა დაასანქცირა. 14 ესტონეთში, 17 ლიეტუვაში - ეს არის ამ ორ ბალტიისპირა ქვეყანაში სანქცირებული ქართველი მაღალჩინოსნების რიცხვი და ირაკლი კობახიძე ორივე ქვეყნის სიაში შედის. ირაკლი კობახიძის გარდა, ორივე ქვეყნის დასანქცირებულთა სიაში მოხვდნენ - კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე და თეა წულუკიანი.