სანიოლი: ამ ჩემპიონატზე საქართველო ჩემთვის უკვე გამარჯვებულია

მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ, გვინდა რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთსაც და მთელს ევროპას ვაჩვენოთ რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ ძლიერები, არამედ ბურთთან თამაშშიც. ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართვრლოს ჰიმნის კიდევ ერთხელ აჟღერებას

განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ გამართულ ფრესკონფერენციაზე. მის კომენტარს ნაკრები ავრცელებს.