სამტრედიაში კაცი დაჭრეს

სამტრედიაში კაცი დაჭრეს

სამტრედიაში კაცი დაჭრეს - შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდასხმა სცადეს ყოფილ პოლიციელზე, ლევან მიგინეიშვილზე - მან სახლში შესვლა და იარაღის აღება მოახერხა, რის შემდეგაც თავდამსხმელი დაჭრა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.