![G7 უკრაინის მშვიდობისა და რუსეთის სანქციების შესახებ ერთიან პოზიციაზე შეთანხმდა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b8946915-4a09-4462-abf6-9adba8efc9af.png)
სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძე აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან სამი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის შედეგად მან სხეულის დაზიანებები მიიღო.
ფუთურიძე ინციდენტს თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. მისი თქმით, მანამდე არაერთხელ მიუღია მუქარა, რომ უნდა „გაჩუმებულიყო“ და პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
"სახლიდან გამოვედი, უნდა გავსულიყავი საქმეზე. გამოვედი და ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა და ამასობაში უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელები და ორი წუთი ალბათ მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ახლა ვიცნობ. ტერიტორია მუქი ნაცრისფერი მერსედესით დატოვეს.
ერთი შეგინება გავიგონე, მეოთხე ადამიანიც თან ახლდათ, მძღოლი იყო. ვუკავშირებ პოლიტიკურ აქტივობას, აქციებზე აქტიურად ვარ. რომ მომიტაცეს მაშინ გრაფიტების დაწერის გამო მესიჯი იყო მარტივი, გაჩუმდიო, რადგან არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და მოიფიქრეს ეს. ერთი კვირაა აქ გადმოვედი, ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა ვერავის. პოლიცია არ გამომიძახებია. არ ვთვლი, რომ რაიმე რეაგირება მოჰყვება. ისეთი ქუჩაა, ყველგან იქნება კამერები" — თქვა დავით ფუთურიძემ TV პირველთან.