სამხრეთ აფრიკაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - სკოლის ავტობუსი წყალმა წაიღო

სამხრეთ აფრიკაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - სკოლის ავტობუსი წყალმა წაიღო

სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სკოლის ავტობუსი რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ წყალმა წაიღო. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ სამი ბავშვი გადაარჩინეს. ზუსტი მონაცემი, რამდენი ბავშვი იმყოფებოდა ტრანსპორტში, უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ღამის გამო შეჩერდა.

ამავე პროვინციაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპული შვიდი ადამიანის ცხედარი იპოვეს. კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ავარიას, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლმა გადატრიალებული ხის არიდება სცადა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

ქვეყანაში ამინდი მკვეთრად გაუარესდა — ძლიერმა წვიმამ, თოვლმა და ქარიშხალმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. თითქმის 500,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე მძიმედ დაზარალდნენ აღმოსავლეთ კეიპისა და კვაზულუ-ნატალის პროვინციები.