სამხარაძე ფორმულას ჟურნალისტს: შენთვის არ მცალია, დღეს ჩემი დღესასწაულია

შენთვის არ მცალია, ნაცს რატომ უნდა გელაპარაკო, მითხარი. დღეს ჩემი დღესასწაულია. [...] შენ ვინ გეკითხება, მე ვისი იმედი მაქვს

ასე პასუხობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI Act-ის მიღების შემდეგ, ისევ აქვს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმედი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის "მაცოცხლებელთა" სიას, რომლებიც, სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ით განსაზღვრული სანქციების სამიზნე გახდებიან, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ.