უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა, შეიძლება ლოგიკაში ჯდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება ახლა.
პირადად ერთი საკითხი, რომელიც მე მაინტერესებს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს არის ის, რომ თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული?
ამბობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ოფიციალური დემარშით მიმართა.