ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, სამგორის რაიონში კომპანია არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 14 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ლილოს დასახლება I, II მკ/რ რაიონებს, I კვ, II კვ. N 1-8 , IV-V კვ, ჭირნახულის , სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას , ნამორაძის ქუჩებს, სოფ.დიდი ლილო, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლება, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვების ნაწილს, ლუდსახარშ „კასტელ ჯორჯიას“, სოფ. წინუბანს, ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, ორხევის დასახლებას და თეთრიხევის დას. აეროპორტის დას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, კახეთის გზატკეცილი N 73,75,83,87,89, ამერიკულ ლაბორატორიას, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის ქუჩებს.
გარდა ამისა, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩას. მოსახლეობას წყალი შეუწყდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: ნაძალადევის რაიონში: გვაზაურის ქუჩას შესახვევებით, ღრმაღელის 1 შეს., გურამიშვილის გამზ. N 3, 5, 7ა, 9, 11 ნომრებს.