სამეგრელოში რვა წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

სამეგრელოში რვა წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

რვა წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს დაკავებულის ოჯახი არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.

14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მოგვიანებით მას სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო 45 დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.