სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამეგრელოში, ხობის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.