სამედიცინო ასოციაციები: მიუღებელია მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობა

სამედიცინო ასოციაციები: მიუღებელია მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრების განცხადებით, მათთვის მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მიუღებელია.

ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროინტეგრაციაა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ასახული.

ასევე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრების ცნობით, ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა შეაჩეროს.

"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.

ამიტომ ყოვლად მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის- თავისუფლება, ღირსება და თანაგრძნობა. ჩვენი არჩევანი ევროპაა.

ასევე ვგმობთ, ჩვენი კოლეგა, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტის კახაბერ ეცადაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!", - წერია განცხადებაში.