გიორგი გახელაძეს ისევ ვერ პოულობენ. პროფესორის კვალი 3 დღის წინ დაიკარგა. იმ დღეს, საღამოს საათებში უპასუხო ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ტელეფონი საერთოდ გაითიშა. მიზეზად ელექტროენერგიის გამორთვა დასახელდა, რატომაც 2 საათის განმავლობაში კამერები გამორთული იყო ტერიტორიაზე, სადაც ბოლოს გიორგი გახელაძე ფიქსირდება. სამძებრო სამუშაოებში დღეს მოქალაქეები ჩაერთნენ.