ეს კანონი, რუსული კანონი არის ანტიკონსტიტუციური კანონი. ამ კანონის მიღებას დღეს თუ შეეცდება უმრავლესობა სესიაზე, ამას შეხვდება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, რაც მთავარია, ქართველი ხალხის მხრიდან ყველგან, სადაც იქნება საჭირო. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არ დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსებს. რუსული კანონი - ეს არის რუსული დავალება, რომელსაც ასრულებს პაპუაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სხვა მონა-მორჩილი დეპუტატები პარლამენტში.
განაცხადა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.