სამადაშვილი: 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ EU-ის საგარეო მინისტრებს ვრცელი წერილით მივმართეთ

სამადაშვილი: 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ EU-ის საგარეო მინისტრებს ვრცელი წერილით მივმართეთ

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წერს, რომ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვრცელი წერილით მიმართეს.

"ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ. ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ.

მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად ჩვენს ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, ხალხმაც იგივე გზავნილი გააგონოს ევროპას რუსთაველიდან დღეს საღამოს! ბევრნი უნდა ვიყოთ!", - წერს სამადაშვილი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხვალ, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქართველო დღის წესრიგში უკრაინის შემდეგ მეორე საკითხი იქნება.