საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას.
13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.