სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროსს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.

ზურაბიშვილის ცნობით, მათ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდათ.

ასევე, ზურაბიშვილის თქმით, მან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

"პროდუქტიული დისკუსია მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. განვიხილეთ დამატებითი ქმედებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას", - წერს ზურაბიშვილი.