მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა.
მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო "მტკიცებულებაა": რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა... ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს "დართეს"
წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი.