სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

"ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს, შევხვდი, რათა განგვეხილა რუსეთის ჰიბრიდული ჩარევა საქართველოში, რომელიც ჩვენს დემოკრატიასა და მომავალ არჩევნებს ემუქრება. ხაზგასმით აღვნიშნე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობა," – წერს ზურაბიშვილი.