სალივანი: ოცნების რიტორიკა, ქმედებები მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-ევროპისგან

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

ქართული ოცნების ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.

წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი X-ზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.