სახდეპი ჰომოფობიურ პროექტზე: შეშფოთებულები ვართ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას

სახდეპი ჰომოფობიურ პროექტზე: შეშფოთებულები ვართ, ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას

ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ტელეკომპანია ფორმულას წერილობით უპასუხა.

"შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობის მოსალოდნელ შინაარსთან დაკავშირებით და ჩვენ ვესაუბრებით საქართველოს მთავრობას. ველოდებით კანონპროექტის სრული ტექსტის გამოქვეყნებას და ამის შემდეგ გვექნება მეტი სათქმელი", - აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

25 მარტს მამუკა მდინარაძემ ოცნების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული ჰომოფობიური კანონპროექტი წარადგინა.

მდინარაძის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირონ, სადაც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები" გაიწერება, ხოლო შემდეგ, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებიც.