სახალხო დამცველმა დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე დასმულ კითხვას არ უპასუხა.
სახალხო დამცველისგან დუმილზე ჰკითხე ტარიელ ნაკაიძესაც: "ეს თემა არ არის მარტივი თემა, ყველა მიმართულებით, ისევე როგორც სახალხო დამცველმა და მე ვიცი, რომ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს აქვს თავისი დამოკიდებულება და იტყვის ამაზე სიტყვას. აქ საქმე ეხება საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს და მის რეპუტაციას საქმე და მის მარგინალიზაციის მცდელობებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ".
სახალხო დამცველის ოფისში იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვებს პასუხს სცემდა. სააკაშვილზე საუბრის დასრულების შემდეგ, როდესაც იოსელიანმა წასვლა გადაწყვიტა, მას ტარიელ ნაკაიძეზეც ჰკითხეს, თუმცა ომბუდსმენმა არაფერი თქვა.
22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.
ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".