საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციების დასათვლელად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციების დასათვლელად ტენდერი გამოცხადდა

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შესაფასებლად, ასევე, კლიმატის ცვლილების ფონზე მათი მართვის გეგმების შემუშავების მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

"შესყიდვის მიზანია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან", - ნათქვამია დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობისთვის ბიომრავალფრევნების კონსერვაციის და მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიან გამოცდილებას ითხოვენ. ასევე, ნათქვამია, რომ პრიორიტეტული იქნება ველური ბუნების, ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.