საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
"გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.