საქართველოში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რუსი პოლიტოლოგი არ შემოუშვეს

საქართველოში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რუსი პოლიტოლოგი არ შემოუშვეს

რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრასენინოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ის საქართველოს საზღვრიდან უკან 29 იანვარს გააბრუნეს.

ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) წერს, რომ მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უცნობი მიზეზით, არ მისცეს.

"მე ვერ შევძელი საქართველოში შესვლა: საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჩემთვის უცნობია", - წერს ის.

ფიოდორ კრასენინიკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის წინააღმდეგია და ხშირად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის რუსეთში "უცხოური გავლენის აგენტების" სიაშია შეყვანილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ.

გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 11 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს. 27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი. 13 თებერვალს ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 14 მარტს ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.