საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა

საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა

საქართველოში ლიეტუვის ახალ ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის ელჩის თანამდებობაზე ანდრიუს კალინდრას შეცვლის.

"2024 წლის 6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.